1945 წლის 20 ნოემბერს დაიწყო ნიურნბერგის პროცესი
ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების სასამართლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტრიბუნალზე წარსდგა 24 სამხედრო დამნაშავე, რომლებიც ფაშისტური გერმანიის უმაღლეს სარდლობაში შედიოდნენ.
ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიესაჯა 12 ადამიანს – ჰერინგს, რიბენტროპს, კეიტელს, როზენბერგს, ფრანკს, ფრიკს, კალტენბრუნერს, შტრეიხერს, იოდლს, ზაუკელს, ზეის-ინკვარტსა და ბორმანს (დაუსწრებლად).
სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ჰესს, ფუნკსა და რედერს.
20 წლით პატიმრობა შეეფარდათ შირაჰსა და შპეერს, 15 წლით – ნეირატსა და 10 წლით დენიცს.
გამართლდნენ შახტი, პაპენი და ფრიჩე.
პროცესის მსვლელობისას შედგა 403 ღია სასამართლო სხდომა, დაიკითხა 116 თვითმხილველი, განიხილა 300 ათასზე მეტი წერილობითი ჩვენება და დაახლოებით 3 ათასი დოკუმენტი, მათ შორის ფოტო და ვიდეო.
Source: SputnikSaqartvelo
1 view
290
81
1 week ago 00:01:06 1
1945 წლის 20 ნოემბერს დაიწყო ნიურნბერგის პროცესი
3 months ago 00:32:40 1
ХОЧУ БЫТЬ С ТОБОЙ ❤️ Женские песни о любви !Аудиоальбом для души