სუხიშვილები 70 (საიუბილეო საღამო) / Sukhishvili Ballet Celebrates 70th Anniversary

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. 1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი — ნინო სუხიშვილი. The Georgian National Ballet (Georgian: ქართული ეროვნული ბალეტი) was the first professional state dance company in Georgia. Founded by Iliko Sukhishvili and Nino Ramishvili in 1945, it was initially named as the Georgian State Dance Company. Thanks to this company the Georgian national dancing and music has become known in many parts of the world. Throughout its history the Georgian National Ballet has appeared at the Albert Hall, The Coliseum, The Metropolitan Opera and Madison Square Garden, among others. In 1967, La Scala welcomed them - reportedly the first and the only time a folklore group was given a chance to perform on its stage. The costumes are designed by Simon (Soliko) Virsaladze (1908-1989). Currently, the founders’ son Tengiz Sukhishvili is the Artistic Director and General manager of The Georgian National Ballet. His spouse Ms. Inga Tevzadze is also a former dancer, now a ballet master. Iliko Sukhishvili Jr. is a chief choreographer of the Georgian National Ballet today. Nino Sukhishvili is a deputy-manager and costume designer. The Georgian National Ballet has seventy dancers and a small orchestra. Sukhishvili Ballet Celebrates 70th Anniversary
Back to Top