სასულიერო პირებმა აკადემიური პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს

📌ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა და არაერთი გამოწვევის გამო, სასულიერო პირებმა აკადემიური პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა. სასულიერო პირების შეკრების მიზანია, დაფუძნდეს სადისკუსიო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერო და სასულიერო პირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
Back to Top