📌გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ წალკის რაიონის სოფელ არწივანის სკოლაში მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს და ჯვრები გამოსახეს.
დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ამილახვარს გამოკითხა - რა სახის ღონისძიება გაატარა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით.
ამილახვარის განცხადებით, აღნიშნული ქმედება კანონით აკრძალულია, უწყების შიდა მონიტორინგის სამსახურმა იმავე დღეს დაიწყო მოკვლევა და კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება.