ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ში მთაზე ტყის შუაგულში მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. V საუკუნის ბაზილიკა, რომელიც ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთ ერთი საყურადღებო ნიმუშია; V საუკუნის პატარა ეკლესია ძველი შუამთის ანსამბლში თითქოს ბაზილიკური თემის განვითარების შემდეგ საფეხურს გვიჩვენებს. აქ უკვე საგრძნობია სივრცის დაგრძელება აღმოსავლეთ დასავლეთის ღერძის გასწვრივ, ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია ბოძებზე დაბჯენილი ორ-ორი თაღით, მაგრამ თაღოვანი მალების სიგანე უბრალო კარის სიგანეს არ აღემატება. გვერდის ნავები ვიწრო და გრძელი კორიდორებია, საკუთარი საკურთხევლის აფსიდების გარეშე. დასავლეთით ეს ორი განაპირა ნავი განივი ნავით უკავშირდება ერთმანეთს. ამის გამო, შუა ნავის გარშემო სამმხრივი გარშემოსასვლელი იქმნება, ხოლო გვერდის ნავებს უბრალო დერეფნების მნიშვნელობაღა რჩებათ. ძველი შუამთის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა რამდენადმე უახლოვდება ქრისტიანული ეკლესიის ჩვეულებრივ ნორმებს, მხოლოდ V საუკუნის მიწურულს დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თვისებურია.
VII საუკუნეს მიეკუთვნება მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელშიც აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, რის გამოც მთელი შენობის ფართობსია და მასის მიმართ გუმბათსი ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ნათლად იხატება ტრომპების კონსტრუქცია. მესამეა მცირე გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგრეთვე VII ს+
1 view
20
5
9 months ago 00:07:05 1
ძველი შუამთა
4 years ago 00:05:39 1
МОНАСТЫРИ: Старая ШУАМТА и Новая Шуамта | КАХЕТИЯ Телави: СВЯТЫНИ Грузии