საბჭოთა კავშირის დროშა 65 წლის წინ მსოფლიოში პირველ ატომურ ყინულმჭრელ “ლენინზე“ აღმართეს - ამ მოვლენის სამახსოვროდ აღნიშნავენ ატ
საბჭოთა კავშირის დროშა 65 წლის წინ მსოფლიოში პირველ ატომურ ყინულმჭრელ “ლენინზე“ აღმართეს - ამ მოვლენის სამახსოვროდ აღნიშნავენ ატომური ყინულმჭრელი ფლოტის დღეს
“ლენინმა“ 30 წელი იმუშავა და 1989 წელს მურმანსკში გაჩერდა.
ნოვატორული გადაწყვეტილებები:
▪️ყინულმჭრელი დღე-ღამეში, ნაცვლად ათობით ტონა ნავთობისა, 45 გრამ ბირთვულ საწვავს ხარჯავდა.
▪️სრული სიმძლავრე 44 ათას ცხენის ძალას შეადგენდა. სამი რეაქტორიდან თითოეული სიმძლავრით 3,5-ჯერ აღემატებოდა მსოფლიოში პირველ, საბჭოთა კავშირის ატომურ ელექტროსადგურს.
▪️დამპროექტებლებმა “ლენინზე“ ბალასტური ცისტერნის სისტემები დაამონტაჟეს, რათა ის ყინულში არ გაჭედილიყო. როდესაც ერთი ბორტის ცისტერნიდან მეორის ცისტერნაში ტუმბავდნენ წყალს, გემი რხევას იწყებდა და ბორტები ტეხდა ყინულს.
▪️ამჟამად რუსეთი ყინულმჭრელი ფლოტის სიმძლავრით მსოფლიო ლიდერია, ჰყავს 52 ყინულმჭრელი. შემდეგი ფინეთია - 11 ყინულმჭრელი.
2024 წელს გემების რიგი შეავსო ატომურმა ყინულმჭრელმა “ჩუკოტკამ“. შენდება კიდევ ამავე კლასის ორი გემი, რომლებსაც “ლენინგრადსა“ და “სტალინგრადს“ უწოდებენ.
Source: SputnikSaqartvelo
1 view
133
38
12 months ago 00:07:27 1
126 грузинских генералов Советского Союза - 126 Georgian Generals of the Soviet Union
12 months ago 00:20:09 1
400 грузинских генералов Российской империи - 400 Georgian Generals of the Russian Empire