ლონდრე, ქართული ფილმი

ლონდრე — ფილმი, გადაღებული ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე. სიუჟეტი ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები. არავინ უწყის, საიდან მოვიდა შიშველ-ტიტველი ლონდრე, რომელიც სოფლად უსამართლობისა და ბოროტებისაგან დაჩაგრულ ადამიანებს მხსნელად და ქომაგად მოევლინა. თავისი მხიარული ოინებით მან არაერთი კეთილი საქმე მოაგვარა და ასევე შიშველ-ტიტველი გაუყვა არავინ იცის საით მიმავალ ფართო, მტვრიან შარაგზას.[1] როლებში გივი ბერიკაშვილი (ლონდრე) ეროსი მანჯგალაძე (მღვდელი) რამაზ ჩხიკვაძე (დიამბეგი) ლია გუდაძე (ამეთვისტო–დიამბეგის ცოლი) კოტე დაუშვილი (ვაჭარი გეო) სოსო ლაღიძე (გაბრიელი) ლეილა ყიფიანი (ცირა) გურანდა გაბუნია (ვაჭრის ცოლი) შალვა გედევანიშვილი დავით ქობულოვი თეა (ნათელა) გაბუნია ზურაბ ქაფიანიძე დავით ოქროსცვარიძე ილია ბაკაკური ი. თარალაშვილი ალექსანდრე ალაზნისპირელი გურამ საღარაძე (მთხრობელი) მიშიკო ხვიტია (მენახირე, ძროხის გამყიდველი ბიჭი)
Back to Top