მოკრივე ავთანდილ ხურციძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მერაბ დვალიშვილმა მისცა

მოკრივე ავთანდილ ხურციძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მერაბ დვალიშვილმა მისცა, რის გამოც ის დაკავებული იყო ამერიკაში და 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ამ საკითხზე ავთანდილ ხურციძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წელს ამერიკაში 27 მიგრანტთან ერთად დააკავეს. ამერიკის პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა. 2018 წელს კი 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, კარგი ქცევისა და დისციპლინის გათვალისწინებით მან ციხე ვადაზე ადრე დატოვა. ჩვენი ვებ გვერდი: ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს:
Back to Top