ხანძარი ბორჯომში

ისევ მძიმეა სიტუაცია ბორჯომის რაიონში, სადაც მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ინტენსიურ რეჟიმში ცდილობენ. პროცესში დილიდან ჩართული იყო სამი ვერტმფრენიც, თუმცა დაღამების შემდეგ საფრენმა აპარატებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. მიუდგომელი რელიეფის გამო მაშველებს ცეცხლის კერებთან მიახლოება უჭირთ. სიტუაციას მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარიც ართულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შექმნილია საგანგებო შტაბი. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. გიორგი პაჭიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე დილიდან სტიქიის ზონაში მუშაობენ და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - მოიწონეთ ჩვენი გვერდი - გამოიწერეთ ჩვენი არხი - ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Back to Top