პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც პეკინში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბოლო წლების მანძილზე ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარემ რენ ჰონგპინიმ.
ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
1 view
144
17
2 months ago 00:03:46 1
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა მშვიდობის სამიტზე
1 year ago 00:36:15 1
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე