„კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის კიდევ სამი თანამონაწილე დააკავეს
📌რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა, „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის კიდევ სამი თანამონაწილე მოსკოვში, ეკატერინბურგსა და ომსკში დააკავეს. ამის შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებაშია აღნშნული.
„ოპერატიული სამძებრო სამუშაოების დროს დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა გადარიცხა თანხა ტერაქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და მანქანების შესაძენად, მესამე უშუალოდ მონაწილეობდა ტერაქტის მოსაწყობად კონკრეტული პირების გადაბირებასა და ტერაქტის ჩამდენი პირების დაფინანსებაში“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
104 views
9
2
8 months ago 00:00:28 104
„კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის კიდევ სამი თანამონაწილე დააკავეს
8 months ago 00:00:16 233
📌 საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები „კროკუს სითი ჰოლის“ ტერიტორიაზე მუშაობენ.