ბეზე კრემითა და ნიგვზით. Meringue cookies (English subtitles) #ბეზე #meringuerecipe #ბეზესგამოცხობა
ხრაშუნა გამომცხვარი ბეზეები კრემითა და ნიგვზით
__________
დღეს მოგიტანეთ ჩემი უსაყვარლესი დესერტი, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.
___________
ინგრედიენტები:
▪️100 გრ. ცილა
▪️170 გრ. შაქრის პუდრა
▪️1 ვანილი
▪️1ჩ/კ. ლიმონის წვენი ან მწიკვი ლიმონმჟავა
▪️მწიკვი მარილი
კრემი:
▪️ 200 გრ. კარაქი
▪️1 ქილა შესქელებული რძე
▪️1 ვანილი
▪️გატარებული ნიგოზი ( ან თხილი)
_____
ბეზეს უშუალოდ ვამზადებ შაქრის პუდრა ზე ,რადგან ზოგიერთი შაქარი არც იხსნება ნორმალურად . თავი რომ დავიზღვიოთ, ყოველთვის უკეთესია მოვამზადოთ შაქრის პუდრაზე.
❗❗❗ აუცილებელია ჭურჭელი და მიქსერის ჩხირები მშრალი იყოს და სუფთა წყლისგან და ცხიმისგან.
ვაცხობთ 100 გრადუსზე დაახლოებით 2 საათი, რა თქმა უნდა გააჩნია ღუმელსაც , გააჩნია თქვენი ბეზეების სიდიდესაც.
ასევე კრემი უმჯობესია იყოს ცივი კრემი და არა მოხარშული ,რადგან მოხარშული კრემისგან იღებს სინოტივეს და რაც არ უნდა ხრაშუნა იყოს ბეზეები, დაარბილებს.
როცა ასეთ ბეზეს ვამზადებ სხვა კრემით, ბეზეს ორივე ბოლოს ვუსვამ გამღვალ შოკოლადს, როცა შემაგრდება ვადებ კრემს და ვატყუპებ იგივე შოკოლადშემაგრებულ ბეზესთან, ❗❗როცა ბეზეს კონტაქტი არა აქვს პირდაპირ კრემთან , ის არ რბილდება.
ეს არის პატარა ხრიკი ,რომ ბეზე დარჩეს ხრაშუნა. ტორტებზეც იგივენაირად, თუნდაც სნიკერსში.
🧑🍳#ბეზე #მერენგა
______
შინაურულის რეცეპტები ალბომებში ⤵️
▶️.კონსერვების ალბომი 👉
▶️.კერძების ალბომი 👉
▶️. ნამცხვრები, ტორტები 👉
▶️ კექსების ალბომი 👉
▶️. ფა
1 view
376
87
10 months ago 00:04:59 1
ბეზე კრემითა და ნიგვზით. Meringue cookies (English subtitles) #ბეზე #meringuerecipe #ბეზესგამოცხობა