ზურა ბენიაიძე - აბა რა გატირებს შენ კავკასიონო / Zura Beniaidze - Aba Ra Gatirebs Shen Kavkasiono
მეგობრებო,
ეს გახლავთ ზურა ბენიაიძის ოფიციალური არხი,
ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ,
სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება.
პატივისცემით,
ზურა ბენიაიძე
ტექსტი და მუსიკა: ზურა ბენიაიძე
გარმონი: ბუღა ბაღდავაძე
დოლი: გიორგი თავშავაძე
ფანდური: გიორგი გოგინავა
არანჟირება: ბექა გაბუნია
უღრმესი მადლობა, ჩვენ ჩემპიონს, ჩემ ძმას - ლაშა ბექაურს სტუდიური ჩანაწერის დაფინანსებისთვის!
სიმღერის ტექსტი:
ვინა სთქვა ღვთის მადლმა,
ძმები ჰყავთ ქართველებს,
ოდითგან მოვდივართ,
ტანჯვას და ღალატში,
ვინა სთქვა იმ რუსის,
ვაჟკაცად მოქცევა,
სამშობლოს გასცვლიან,
ერთ ჭიქა არაყში!
მაშ რაღას ვგვიანობთ,
სისხლისგან ვიცლებით,
მაშ რაღაც ვგვიანობთ,
გამოვკრათ ურდული.
ახსოვდეს გოლიათს
სიმწარე იმ ქვისა,
ახსოვდეს გოლიათს
დავითის შურდული!
აბა რა გატირებს შენ კავკასიონო,
შენი სიბეჩავე შენივე ბრალია,
გადაჭრილ ვენებს რომ მტერს უშვერ საშველად,
ხომ ხედავ ეგ სისხლი ბოლომდე დალია!
სად ჰკვდები ქართველო, ვინ არის ევროპა,
გინდაც ამერიკა რომ გრყვნის და გაწამებს,
აქვე გყავს საშველი, რად დაბრმავებულხარ?
ასველებს ეგ ცრემლი ინგუშთა წამწამებს.
ვინც გძმობდა, ძმად ისევ იგივე დაგრჩება,
ვინა სთქვა გასწყვიტეს ან გროზნოს ლომები,
ფოლადის გალიაც ჟანგს შაუჭამია,
ვაგემოთ სულ-ძაღლთა, ლომური ომები!
ეგ იცის ქართველო ღმერთის ზურგ-შექცევამ,
რას მოსთქვამ ბეჩავო, აბა რას ელოდი?
ვინც მოგყვა აქამდე და კალთით დაგიცვა,
გადაგვიწყებია, ეშმაკს უმღეროდი.
გვიკვდება &
1 view
1331
397
5 months ago 00:00:54 1
ზურა ბენიაიძე (სამოყვარულო ვიდეო)
6 months ago 00:04:18 2
ზურა ბენიაიძე - აღდეგ საქართველო!
6 months ago 00:03:46 1
ზურა ბენიაიძე - შენთვის მიწერია / Zura Beniaidze - Written For You
8 months ago 00:05:06 1
ზურა ბენიაიძე - აბა რა გატირებს შენ კავკასიონო / Zura Beniaidze - Aba Ra Gatirebs Shen Kavkasiono