(ახალი სიმღერა 2020) გიორგი ჩიტაური - მივდივარ / Giorgi Chitauri - mivdivar
მეგობრებო,
ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ, სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება.
ტექსტი : ნანა მეფარიშვილი
მუსიკა : სოფი რაფაელა
არანჟირება : ზაზა გოჩიტაშვილი
ტექსტი:
მივდივარ, შენ გულში ვერ ვნახე ადგილი.
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ.
მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი,
ღიმილებს გიტოვებ ცრემლებით მივდივარ.
ჩემს თვალებს შერჩება ტკივილის ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე, სიხარულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ
შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.
ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე.
წასვლისას ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.
მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო ისე აჩქარდა, წამებსაც ვერ ითვლის.
გიტოვებ ჩემ გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.
1 view
1386
562
2 months ago 00:04:11 1
სულის შემძვრელი ძველი ქართული სიმღერა რომ
2 months ago 00:03:46 1
(ახალი სიმღერა 2020) გიორგი ჩიტაური - ვერ მოგისწარი / Giorgi Chitauri - Ver Mogistsari
2 months ago 00:03:27 1
(ახალი სიმღერა 2020) გიორგი ჩიტაური - უნდა დაგიბრალო / Giorgi Chitauri - Unda Dagibralo