“სიცოცხლის გზა“ ერთადერთი სატრანსპორტო “არტერია“ იყო ბლოკადაში მყოფ ლენინგრადსა და დანარჩენ სამყაროს შორის

“სიცოცხლის გზა“ ერთადერთი სატრანსპორტო “არტერია“ იყო ბლოკადაში მყოფ ლენინგრადსა და დანარჩენ სამყაროს შორის. 1941 წლის 22 ნოემბერს, როდესაც ლადოგის ტბა გაიყინა, ყინულზე პირველი მანქანები გავიდა. 1941 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაჩქარებულ ტემპში მოეწყო ნავსადგურები, დაღრმავდა ფსკერი, დაიწყო რკინიგზის მშენებლობა. ზამთრის დადგომასთან ერთად წყალმომარაგებამ მუშაობა შეწყვიტა: ერთადერთი გამოსავალი ლადოგის ტბაზე გზის მოწყობა იყო. 1942 წლის იანვრიდან მოძრაობა მოწესრიგდა: მშენებლებმა დაამზადეს ნიშნები, ააშენეს ბაზები, საწყობები, სამედიცინო, კვებისა და ტექდახმარების პუნქტები. ტრასას იცავდნენ ტბის ნაპირებზე განთავსებული მსროლელი ნაწილები, საზღვაო ფეხოსანთა არმია, ლენინგრადის ფრონტის საავიაციო ნაწილები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები და ფლოტი. არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა “სიცოცხლის გზაზე“ – დაცხრილვისა თუ თხელი ყინულის გამო: “პოლუტორკები“ ომის დამთავრებიდან ათწლეულების შემდეგაც ამოყავდათ ტბიდან. ახლა ლადოგის ტბის ნაპირზე ასეთი ავტომობილის ბრინჯაოს ასლი დგას. Source: SputnikSaqartvelo
Back to Top