2001წ. ილია II სკანდალური აღიარება, პუტჩისტების მხარდაჭერაზე. წ.
2001წ. ილია II სკანდალური აღიარება, პუტჩისტების მხარდაჭერაზე. წ. ყველაზე სკანდალური ვიდეო, რომელმაც ყველა კეთილი ნების ადამიანი, სრულიად გააოგნა და სულიერად შეძრა. ამ ვიდეოდანაც ნათლად ჩანს, რომ 2001წ. პუტჩიდან 10 წლის მერეც, პატრიარქი კრიმინალურ ამბოხებას და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას, შემდგომ მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტას, სამეგრელოს მოსახლეობის აოხრებას და ტოტალურ ძარცვა-გლეჯვას, კრიმინალური ამბოხების ლიდერისა და ამ ყველა უბედურების, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ჯაბა იოსელიანის დადებით, კეთილ და კარგ საქმედ მიიჩნევს. თავად ჯაბას, ფაქტიურად ეროვნულ გმირად მიიჩნევს და ხოტბა-დიდებით ამკობს.
იხ. ვიდეო, პატრიარქი, ჯაბა იოსელიანის 75წ. იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში, 2001წ. : “ ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი! “ წ. მოწოდების პირველ ნაწილს, შიმშილობის შეწყვეტაზე, რა თქმა უნდა ვეთანხმებით, რადგანაც ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა მიუღებელია. აქ პატრიარქის მოწოდების მეორე ნაწილს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. პუტჩამდე რამოდენიმე თვით ადრე, 1991წ. მოშიმშილე პატიმარ ჯაბა იოსელიანს, რომელიც მუდმივად, საპატიმროდანაც კი, კანონიერ ხელისუფლებას, დამხობითა და შეიარაღებული ამბოხით, მუდმივად ემუქრებოდა. მაშინ საპატიმროში სპეციალური ვიზიტით მყოფმა პატრიარქმა, ფაქტიურად უკვე მეამბოხეს და მეამბოხეთა ლიდერს ჯაბა იოსელიანს, 1991წ. დეკემბრის მომავალი დიდი ამბოხებისათვის, წამა&
1 view
4598
1481
11 months ago 00:01:43 1
2001წ. ილია II სკანდალური აღიარება, პუტჩისტების მხარდაჭერაზე. წ.