აჭარული ხაჭაპური | ლევან კობიაშვილი

☀ იმ უთქმელ და დაუწერელ ტრადიციას თქვენც მისდევთ, მზიან აჭარაში ჩასულებმა აჭარული ხაჭაპური აუცილებლად რომ უნდა მიირთვათ? 🤗 ჰოდა, მგონი კარგი დროა ლევანისეული რეცეპტის შემოსათავაზებლად. გამოგვყევი: instagram: facebook: tiktok: @chefcave?​​​ #​​​​​​​​აჭარა​​​​​​ #ხაჭაპური​​​​​ #აჭარული​​​​​ #შეფლევანი​​​​ --------------------------------------------------------------- პირველ რიგში, გავცრათ ფქვილი. შემდეგ, ავიღოთ თბილი წყალი, დავუმატოთ საფუარი, ცოტაოდენი შაქარი და დაველოდოთ 10-15 წუთი აფუებას. აფუვების შემდეგ, ვიწყებთ ცომის მოზელვას, რომელსაც გადავაფარებთ და დაველოდებით მის ამოსვლას. შემდეგ, იმერული ყველი და სულგუნი ერთმანეთში გადავზილოთ; ამოსული ცომი გადავზილოთ და დავიწყოთ ხაჭაპურის აწყობა... მივცეთ სასურველი ფორმა; კვერცხის გული ავთქვიფოთ და ხაჭაპურს წავუსვათ გარშემო და 200 გრადუსზე შევდგათ, 5-6 წუთით. ამის შემდეგ, კვერცხის გული დავადოთ და შევაბრუნოთ 2 წუთით სულ ესაა, შეგიძლიათ სერვირებაზე გადახვიდეთ.
Back to Top