მანანა მენაბდე “სტვენს ბულბული“ Manana Menabde “Nightingale“

მანანა მენაბდე “სტვენს ბულბული“ - Manana Menabde “Nightingale“ ბესარიონ გაბაშვილი -- “სტვენს ბულბული“ სტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა! ეტყვის: \“ვარდო, შენი სახე ოდეს ვნახე, მექმნა მახე! შენსა ფერსა სული ვახე! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა! ვარდმან პირი არა შალა: უმზეობით დაემალა; ბულბულს სული გაეცალა! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა! ყელი გარდაგდო ბულბულმა, სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა. შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა! საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა! ვარდს ბულბული შეეწყალა, ლალის ფარდა გარდაშალა; მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა! საბრალო აირალ ხმა დამთვრალო აირა, მაისობ, ისარს ისობ, ის გიხარის, ვაი, რა!.
Back to Top