საქართველოს კუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
🇬🇪🏆საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება;
🥋🥊კუდოისტები შეკრებას თბილისში, სასტუმრო „დკდ-ბრიჯში“ გადიან. ნაკრები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს;
🇬🇪🥋იაპონიაში საქართველოს ღირსება 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს;
🔴☑️ამ დროისთვის შეკრებას 18 კუდოისტი გადის, საიდანაც 9 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება;
🇯🇵📍 მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის კუდოისტებს შორის იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება;
👌🤝 საქართველოს კუდოს ფედერაცია საკვები დანამატებით სპორტსმენთა მხარდაჭერისთვის მადლობას კომპანია Trec nutrition