📍ზურაბ მახარაძე - ჩვენ მიმართებაში ისეთი კანონონდარღვევების ჩადენა დაიწყეს, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
📍ლევან ჩაჩუა - ზოგადად, ამონაწერის განახლებას სჭირდება ერთი დღე. ჩვენს შემთხვევაში, ეს პროცესი უვადოა და არც გვეუბნებიან, როდის შეიძლება, მოგვცენ ამაზე ინფორმაცია.
❗ცნობისათვის, პარტია „ქართული იდეის“ რეგისტრაციის უსაფუძვლო შეჩერების პასუხად, „ალტ-ინფოს“ლიდერებმა დღეს საჯარო რეესტრს საჩივრით მიმართეს.
მოთხოვნა ერთადერთია - გადაწყვეტილების გადახედვა და რეგისტრაციის პროცედურის დაწყება.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ იდეას“ რეგისტრაცია უსაფუძვლოდ შეუჩერეს იმ უწყების პრეტენზიის საფუძველზე, რომლის კომპეტენციაც ეს საერთოდ არ არის.