ENS - Chamirte Musika Me | ენსი - ჩამირთე მუსიკა მე

მღელვარე ზღვას შევავლებ თვალს, ვითვლით წამებს ველით ღამეს. რას ფიქრობ რას, გავექცეთ ქარს, გავექცეთ, ნუ მეტყვი რამეს გახედე ცას. მზე აღარ ჩანს, იწყება ნანატრი ღამე. იქ სადღაც შორს ლამაზად თოვს, მზე უთმობს ცას ახალ მთვარეს. ჩამირთე მუსიკა მე, ვიცეკვოთ მთელი ღამე და ლამაზი წუთები გროვდება, გროვდება, გროვდება ჩვენში. ავაგებთ ოცნების გზებს, ვერავინ შეგვიშლის ხელს, სურვილის ახდენის დღეს დარჩები, დარჩები, დარჩები ჩვენში. შენში, რა ხდება შენში თქვი, თქვი, ნუ დარდობ, ვერ მატკენ გულს! სულს სურს გართობა ნამდვილი, მე შენ არ შეგზღუდავ, გრძნობაა ნამდვილი. გაახილე თვალი,ცხოვრება გრძელდება ღამდება თენდება ვიღაცა ბერდება. იმოქმედე, ნუ კარგავ დროს, იჩქარე თორემ დარჩები შორს, სხვა მოვა, ელოდე, სხვა მოვა, შენ მე მაგონდები, გელოდები და ლოდინით დავიღლები. მე შენ ყველაფერს დაგავიწყებ, ვერ დამავიწყებ შენ მე ვერ დამავიწყებ. დაივიწყე შენი გართობა “ლაითი“, გონებას შეჰმატე რამდენიმე “ბაიტი“ ჩამირთე მუსიკა მე, ვიცეკვოთ მთელი ღამე და ლამაზი წუთები გროვდება, გროვდება, გროვდება ჩვენში. ავაგებთ ოცნების გზებს, ვერავინ შეგვიშლის ხელს, სურვილის ახდენის დღეს დარჩები, დარჩები, დარჩები ჩვენში.
Back to Top